"ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის, მარიამ ჩიმაკაძის განცხადებით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულებს შეხვდა და სამართლიანობის აღდგენას დაპირდა.
აქციის პარალელურად, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე, ბათუმის "თეთრი მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია და გუკა რჩეულიშვილების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, "თეთრი მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია და გუკა რჩეულიშვილები. მათ სახელმწიფო ბრალდება მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.