ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.