შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი იქ მდებარეობს სადაც მალარემის ტბა ბალტიის ზღვას უერთდება. ქალაქის ცენტრალური ნაწილები 14 კუნძულზეა განლაგებული. მისი გეოგრაფიული ცენტრი ფაქტიურად წყალზე ტივტივებს და ამიტომ უწოდებენ სტოკჰოლმს ჩრდილოეთის ვენეციას. ამიტომაა რომ ის საერთაშორისო ტურიზმისათვის სკანდინავიის უმნიშვნელოვანეს ქალაქად ითვლება. სტოკჰოლმის ხსენებას ბიკინგთა საგებს ვხვდებით, მაგრამ პირველი ნაგებობები ამ ტერიტორიაზე მეთორმეტე საუკუნეში გაჩნდა და მას თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა. ქალაქი ფოლკუნგების დინასტიის ფუძენდებელმა რიქს გრაფმა ბიგერ იარომ დაარსა, რომ მელარემის ტბასა და ბალტიის ზღვას შორის მოარული ტრანპორტი დაეცვა.ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით სტოკჰოლმი სწრაფად განვითარდა. ქალაქის ქუჩები ,გამზირები და გარეუბნები, თავისი არქიტექტურიტა და იერი ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.სანახავი ძალიან ბევრი რამაა და შეიძლება კაცი ყველაფერს ერთად ვერც მოერიოს, მაგრამ მაინც არსებობს ღირშესანიშნაობები რომელთა უნახავადაც არ შეიძლება შვედეთის დედაქალაქიდან წამოსვლა.