ქობულეთი-ბათუმის მშენებარე ავტობანის მონაკვეთზე მცხოვრებლები სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ კომპენსაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს და საკუთარი მოთხოვნები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათი განცხადებით, კომპენსაცია, რომელსაც მათ სახელმწიფო კერძო საკუთრებაში სთავაზობს, ქონების ადეკვატური არ არის და გამოსასყიდის გადახდას საბაზრო ღირებულების შესაბამისად ითხოვენ. მთავრობის სახლთან მათ კერძო იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე აჭარის მთავრობიდან არავის უპასუხია.