საახალწლო სუფრაზე საპატიო ადგილი უჭირავს ჩურჩხელას, თუმცა მაღაზიებსა და ბაზარში, ხშირად ნახავთ უხარისხო და ნაკლებად გემრიელ ნუგბარს. ჩურჩხელის არჩევისას პირველ რიგში დააკვირდით მის სუნს, მას ყურძნისთვის დამახასიათებელი არამკვეთრი სუნი უნდა ქონდეს, შეფერილობაც მნიშვნელოვანია, რადგან ნატურალური ბადაგით დამზადებული ჩურჩხელა თათარასთვის დამახასიათებელი ფერის უნდა იყოს და არა მკვეთრი, ან ჭყეტელა ფერის, ასევე ყიდვისას გაუსვით მას ხელსახოცი, ნატურალური ჩურჩხელა ხელსახოცზე კვალს არ დატოვებს. ყიდვამდე აუცილებლად შეამოწმეთ ხომ არ არის ის წებოვანი, რადგან ასეთი ჩურჩხელა შესაძლოა ნატურალურია, თუმცა ის არ არის ბოლომდე გამშრალი და ადვილად დაობდება. ჩურჩხელაში მნიშვნელოვანია ნიგვზის ხარისხიც, დააკვირდით ჩურჩხელას გარედან, თუ ის ადგილადგილ მუქი ფერისაა, დიდი ალბათობით მასში თხილი, ან ნიგოხი დაობებულია. გარეგნული დათვალიერებით შესაძლებელია ჩურჩხელაში ნიგვზის რაოდენობის დადგენა, კარგად დააკვირდით მას და აარჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ნიგვზის ლებნების ნაოჭი ეტყობა, ასე დაახლოებით მიხვდებით რა რაოდენობის ნიგოზია ჩურჩხელაში.