18:24
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არჩევნები 2020
ცესკო - არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას
30-10-2020

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

AutoPlay
"360 გრადუსი": სპეციალური გამოშვება - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
21-11-2020
"360 გრადუსი": სპეციალური გამოშვება - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
21-11-2020
"რეზიუმე": საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - გადაცემის სტუმრები არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე და ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე
21-11-2020
"რეზიუმე": საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - გადაცემის სტუმარია "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი
21-11-2020
"რეზიუმე": საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - გადაცემის სტუმრები არიან "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი და "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია
21-11-2020
"დღის ნიუსრუმი": საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - გადაცემის სტუმრები არიან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე და ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე
21-11-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები