ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს. ამის შესახებ იოსელიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.