თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.
როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს დღეს 18:00 საათამდე მიიღებს. მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).
„შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, - ნათქვამია განცხადებაში.