მინიატურულ წითურ მტაცებელს, რომელიც მეცნიერებისთვის წითელი ან მცირე პანდის სახელითაა ცნობილი, ჩინელებმა hon ho ანუ "ცეცხლოვანი მელა" შეარქვეს და ისტორიულ წყალოებში პირველად მე-13 საუკუნეში მოიხსენიეს, ევროპელებმა კი, მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიცნეს, როცა აზიური მოგზაურობიდან მშობლიურ პარიზში დაბრუნებულმა ზოოლოგმა ფრედერიკ კიუვიემ საოცარი ცხოველი აღწერა და მას Ailurus fulgens ანუ "ბრჭყვიალა კატა" უწოდა, panda-ს სახელი კი, რაც ინდუიზმსა და ბუდიზმში "სიკეთეს", "კეთილდღებას" ან "დამსახურებას" ნიშნავს, მტაცებელმა ნეპალური poonya-ს წყალობით შეიძინა.