საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. საავადმყოფოში 100-ზე მეტისს ადამიანია გადაყვანილი. ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ტრაგედია საკურორტო ქალაქ მატიში ევაკუაციის დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით ძლიერი ცეცხლის გამო მანქანების კოლონა გზის ვიწრო მოედანზე გაიჭედა. ხალხი გადარჩენას ზღვაში ცდილობდა. 20-ზე მეტი ცხედარი სწორედ წყალში აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია მომხდარს ეროვნულ ტრაგედიას უწოდა და აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.
ათენის გარეუბანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა