11:26
25 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
წიაღისეულის მოპოვების დაცვის მიზნით კვიპროსმა ჰააგის სასამართლოს მიმართა
09-12-2019

კვიპროსის ხელისუფლებამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში სარჩელით მიმართა. საქმე თურქეთის მიერ კვიპროსის აკვატორიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებას ეხება. კვიპროსი ამის გამო ჰააგისგან მისი უფლებების დაცვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

კვიპროსის რესპუბლიკა და თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შელფურ ნაწილში ნავთობის მოპოვებაზე აცხადებენ პრეტენზიებს. ამ ნაწილში ნავთობისა და გაზის საძიებო საქმიანობის საწარმოებლად ნიქოზიამ რამდენიმე ლიცენზია მოიპოვა.

სააგენტოს ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი,  საკუთარი ქვეყნის ინტერესები ყველა დასაშვები სამართლებრივი მეთოდით დაიცვას. სანამ ქვეყანა ჰააგას მიმართავდა, კვიპროსმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ათენში თურქეთის საელჩოს აცნობა, თუმცა, საელჩოში აცხადებენ, რომ წერილი არ მიუღიათ.

თურქეთის პოზიციაა, რომ ნიქოზიას არ აქვს იურისდიქცია ლიცენზიის გაცემაზე და ამასთან, ცალკეული ზონები შელფზე ეკუთვნის თურქულ მხარეს. თურქეთმა კუნძულზე საკუთარი საბურღი მექანიზმებიც გააგზავნა.

AutoPlay
ხომ არ ხდება სახელისუფლებო გუნდიდან აზარტული თამაშების კომპანიების ლობირება?
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია საქარტველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - კონგრესმენების კრიტიკული წერილი კომუნიკაციის უზუსტობამ გამოიწვია
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 38 ობიექტი გაიყიდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
ქართული მანდარინი ექსპორტზე დამატებით 6 ახალ ქვეყანაში გავიდა - 50 ათასი ტონა მოსავალი და მაღალი ხარისხის მოსავალი
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები