ციანიდის მთავარი მოწმე პროკურატურას სამი კითხვით მიმართავს ასე გამოეხმაურა ირაკლი მამალაძე გუშინ გასულ სიუჟეტს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.მამალაძემ მოითხოვა, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ გარკვეული ფაქტების შესწავლით. მისი თქმით ბრალდებულ დეკანოზს საპატრიარქოში გარკვეული მღვდელმთავრები მფარველობენ. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს,მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.