საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ბრალდებას უყენებს და აცხადებს რომ ე.წ.ციანიდის საქმეზე მთელი ეს უწესრიგობა ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პროკურატურამ შექმნა. ოპოზიციაში საქმის დეტალებზე საუბარი უჭირთ, რადგან მათი შეფასებით, საქმე არეული, აბსურდული და გაუგებარია. საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ რომ გიორგი მამალაძის მიმართ ზეწოლაზე საუბარი აბსურდული.