ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. მისი თქმით, ოხანაშვილს ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ ჰქონია. პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც პალიტრანიუსს მისმა მეუღლემ განუცხადა, ოხანაშვილი გერმანიაში იმყოფება და იქ სამუშაო მიზნით წავიდა.