"და აღარავინ დარჩა" მეოცე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის, დეტექტიური ჯანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 1939 წელს , დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში თავდაპირველი სახელწოდებით, "10 პატარა ზანგი" გამოიცა, მაგრამ ამერიკელებს ის თავიდანვე უხერხულად მოეჩვენათ და "პოლიტკორექტულობის" გამო რომანს "10 პატარა ინდიელი" უწოდეს. თუმცა ბევრ ქვეყანაში ნაწარმოები "10 პატარა ზანგის" სახელწოდებით არის გამოცემული.წიგნში სიუჟეტი დევონის ნაპირებიდან მოშორებულ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც უცნობი ექსცენტრიული მილიონერი მასპინძელი ათ ერთმანეთისგან უცნობ ადამიანებს შეიტყუებს, მაგრამ აღმოჩნდება რომ მასპინძელი , თავად ამ კუნძულზე არ იმყოფება. სადილის დროს ჩაწერილი შეტყობინების მიხედვით თითეულ სტუმარს წარედგინება ბრალი და საღამოს 10 კაციანი გუნდის ნაცვლად 9 რჩება. სტუმრები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან და მხოლოდ მკვდარი ითვლება უდანაშაულოდ.