დორიან გრეის პორტრეტი მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე, ირლანდიური წარმოშობის, ინგლისელი დრამატურგის, მწერალისა და პოეტის ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია. რომელზეც ავტორი წიგნზე სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც , 1890 წლის ივნისში, ჟურნალ ,,ლიფინქათს მონთლი-ში" წიგნის შემოკლებული ვერსია გამოქვეყნდა. ჟურნალის რედაქტორმა რომანიდან ცენზურის გამო ხუთასამდე სიტყვა ამოიღო, რის შესახებ თავად ავტორმაც კი არაფერი იცოდა. მიუხედავად ამისა ოსკარ ვაილდმა 1891 წელს , რომანი , მისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით ხელმეორედ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი დორიან გრეია , რომელსაც მხატვრის , ბეზილ ჰოლოურდის დახატული მისი პორტრეტი იმდენად უყვარდება , რომ იპყრობს სურვილი ,დარჩეს მარადიულად ისეთი სახით როგორიც პორტრეტზეა. დორიანი ერთ დღესაც შემთხვევით გაიცნობს მხატვრის მეგობარს , ლორდ ჰენრი უოტტონს რომელიც მიმდევარია ჰედონიზმის , მიმდინარეობის რომლის მიეხედვითაც ადამიანური სიამოვნება, წარმოადგენს ყველაზე მაღალ ღირებულებას და ერთადერთ მიზანს ცხოვრებისა. წიგნის მთავარი გმირი მალევე მოექცევა ლორდის და მისი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ. დორიანი იცვლება , ხდება მლიქვნელი და ამპარტავანი , მის სულში ბოროტება ისადგურებს , მაგრამ ყოველივე ეს არაა მის სახეზე , არამედ მის პორტრეტზე აისახება , რომლის მეშვეობითაც დორიანი ახალგაზრდობას და სილამაზეს წლობით ინარჩუნებს. მის პორტრეტს კი ბნელ სხვენში , ყველასგან მოშორებით საგულდაგულოდ მალავს , რადგამ მის გარდა ვერავინ ახადოს ფარდა მის საიდუმლოს.