“ამერიკანა” ნიგერიელი მწერლის ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიეს რომანია, წიგნი 2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა ალფრედ კნოპიმ გამოსცა.
წიგნის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ნიგერიელი ქალი იფემელუ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება, რათა თავი დააღწიოს ნიგერიის სამხედრო დიქტატურას. იფემელუ იბრძვის რასიზმთან და აღმოაჩენს რას ნიშნავს იყოს განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანი.
იფემელუ წარმატებას მიაღწევს შეერთებულ შტატებში, სადაც ის ცნობილი ხდება ამერიკაში რასის შესახებ თავისი ბლოგის წერით. როდესაც იფემელუ ბრუნდება ნიგერიაში,თავის სკოლის დროინდელ შეყვარებულ ობინთან ერთად განიხილავს ურთიერთობის განახლებას. მათი განსხვავებული გამოცდილებისა და იდენტობის გათვალისწინებით.
წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ვებ-გვერდზე - "ამერიკანა"