წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს თბილისის საჯარო ბაღები შეუერთდნენ. ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები აღსაზრდელებს ცნობილმა ადამიანებმა, საბავშვო მწერლებმა და საყვარელმა გმირებმა წაუკითხეს.N112 საჯარო ბაგა-ბაღს მსახიობი ბაია დვალიშვილი ესტუმრა და აღსაზრელებს სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ზღაპრები წაუკითხა. ღონისძიებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრო, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნა ბაგა-ბაღებში სამომავლოდ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.