წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5 %, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ზრდამ 4,9 % შეადგინა. ამის შესახებ ,,საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების წარდგენისას განაცხადა. მისივე განამრტებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტირების, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. ამასთან, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში. აღსანიშნავია, რომ ივნისში კლება დაფიქსირდა საფინანსო სექტორში.