22:46
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება - რისი მედიკამენტი შეიქმნება?
29-06-2019

წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება. საუბარია არტერიული წნევის დამაქვეთებელი ეფექტური პრეპარატის შექმნაზე.

ანტიოქსიდანტ რესვერატროლს შეიცავს ყურძენი და მას დიდი ხანია მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოსა და დემენციის, სამკურნალო უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევენ. თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს რეალურად მუშა საშუალების მიღება.

ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ რესვერატროლი სისხლძარღვების კედლებში ურთიერთქმედებს PKG1 ცილასთან. იგი ცილას უმატებს ჟანგბადს, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და წნევის დაქვეითებას.

მეცნიერებმა ნაერთი მისცეს თაგვებს, რომელთაც აღენიშნებოდათ წნევის დაქვეითება. ეფექტი მიიღწეოდა 15 დღის განმავლობაში.

დღეს არსებული არც ერთი წამალი ამგვარად არ მუშაობს. ანუ შესაძლებელია პრინციპულად ახალი კლასის პრეპარატების შექმნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წნევის დასაქვეითებლად ღვინო უნდა დავლიოთ. ანალოგიური შედეგის მისაღებად უნდა მივიღოთ დღეში 1000 ბოთლი.

მეცნიერებს მოუწევთ ნაერთის სტრუქტურის შეცვლა, რათა იგი უფრო სტაბილური და იმავდროულად ხელმისაწვდომი გახდეს.

AutoPlay
"ავერსმა" "მტრედი ბარათის" გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადასცა
30-07-2019
"IDEA" - სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის
28-07-2019
მეცნიერები: თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის რისკი - 200 ათასი ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგები
26-07-2019
გარგარი შეიცავს ნაერთს, რომელიც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის - სპეციალისტები მის გადაჭარბებული დოზით მიღებას მაინც არ გვირჩევენ
25-07-2019
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ზაფხულში
24-07-2019
რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - თუ მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია
23-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები