32 წლის ოლივია დაბროვსკა, რომელიც სტივენ სპილბერგის ოსკაროსან ფილმში შინდლერის სია მცირეწლოვანი წითელპალტოიანი გოგოს როლს ასრულებს, პოლონეთში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
ოლივია, რომელიც საკულტო ფილმში იმედის სიმბოლოდ მიიჩნევა, ქალაქი კრაკოვიდან პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ჩავიდა და უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შექმნილ ერთ-ერთ მოხალისეთა ჯგუფს კოორდინირებას უწევს.ის უკრაინელ ლტოლვილებს ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეხმარება.
სტივენ სპილბერგმა შინდლერის სია 1993 წელს გადაიღო. ფილმი გერმანელ ბიზნესმენზე, ოსკარ შინდლერზე გვიყვება, რომელმაც ათასობით პოლონელი და ებრაელი ადამიანი გაზის კამერებში სიკვდილისგან იხსნა, როცა ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს თავის ქარხანაში დაასაქმა. ფილმი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის 1982 წლის რომანს ეფუძნება. ისტორიულმა დრამამ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 7 ოსკარი მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებშიც.