საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.
იმ 10 პროდუქტს შორის, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს - წიწიბურა, რომლის ფასიც 76.63%-ით არის მომატებული; მას მოსდევს ნიორი - 27.27.%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა - ხმელი ლობიო - ფასის 26.75%-იანი მატებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მზესუმზირის ზეთი და ბოსტნეულის კონსერვი ინაწილებენ, რომელთა ფასიც, შესაბამისად, 25.6%-თა და 22.21%-ით არის გაზრდილი.
გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: მანანის ბურღული, მწვანე ლობიო, თევზის კონსერვი, ნაყინი და მაკარონი და მაკარონის ნაწარმი.