შვეიცარიაში, საპროტესტო აქციაზე, სადაც დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აპროტესტებდნენ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
"როიტერსის" ცნობით, პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი, შეტაკების შედეგად დაშავებული პოლიციელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო, მომიტინგეები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლებს აპროტესტებდნენ. გარდა ამის, ისინი მათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისკენაც მოუწოდებდნენ.