ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, სადაც წუხელ სროლა იყო, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია "თვითერის" პირად გვერდზე იუწყება. "ნაპოვნია ცხედარი. პოლიცია ამ ადამიანის გარდაცვალებას იძიებს, მომხდარი სროლების პარალელურად", - ნათქვამია ინფორმაციაში.