07:55
2 დეკემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცხენის და ვირის ხორცი ხინკალში, ბლინში, ქაბაბში, გუფთასა და ბასტურმაში - საწარმოები, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა, 1000 ლარით დაჯარიმდნენ
03-04-2018

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე, ვირის ხორცი.

მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

AutoPlay
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს - ბადრი ჯაფარიძე
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს ვის გაეზრდება სახელფასო დანამატი
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
Moderna-მ კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
სასწრაფო დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მაკა შუკაკიძე
04-04-2018
1 000 ლარით კი არა ათჯერ მეტით უნდა დაჯარიმდნენ.
Natia
04-04-2018
1000 არაა..სასაცილოააა...ჯარიმა იმდემად დიდი უნდა იყოს რომ შიშით არ მიქარონ.....ხვალ ისევ გააკეთებს..აზრი ცოტა იაზროვნეთ მათლა უპ ატრონო ერივართ
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები