ცაგერში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილს ეძენენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია 2 კაცის ცხედარი, კიდევ ერთს ეძებენ. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაა ჩართული. ცხენისწყლის არხში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჩავარდა. ავტომობილში 3 კაცი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.