მათთვისაც, ვინც გატაცებულია ჯირითით ან საკუთარი ცხენი ჰყავს, გამოიგონეს ცხენზე მზრუნველი მოწყობილობა, რომელიც ცხოველისა და მისი პატრონის კავშირს უფრო მყარს გახდის. როგორც ცნობილია, ცხენი საშუალოდ 1 საათს ატარებს დატვირთვის ქვეშ, ხოლო დანარჩენი 23 საათს თავლაში, შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ მის პატრონს რამე გამოეპაროს და ვერ გაიგოს რა აწუხებს მის ერთგულ მეგობარს. Equisense Care ეს არის ცხენის სპეციალური სამოსი, რომელიც მას კომფორტულად ერგება და მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებს ცხენის მდგომაროებას. როგორც მოწყობილობის შემქმნელები ამბობენ, მაშინ, როდესაც ცხენს რამე აწუხებს და დახმარება სჭირდება, ის დაუყოვნებლივ უკავშირდება პატრონის სმარტფონს და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით აგებინებს, თუ რა სჭირს ცხენს.