17:33
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცხინვალის "კგბ" თბილისს "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის" ბიოლოგიური ნიმუშების აღებაში ადანაშაულებს
21-05-2020

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის" ბიოლოგიური მასალის აღებაში ადანაშაულებს, რაც მათივე განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის გენოციდის გაგრძელებას ემსახურება".

ე.წ. კომიტეტის განცხადებით, "ქართულ-ოსურ საზღვართან" ქართული სამედიცინო კლინიკის მანქანა დააფიქსირეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგივე კლინიკის ავტომობილი მოგვიანებით ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთზეც გამოჩნდა. მათივე თქმით, ორივე შემთხვევაში "ქართველი ექიმების ფარულ გადაადგილებას" უზრუნველყოფდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეკიპაჟები.

ე.წ. კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები პირდაპირ კავშირში არიან ქართული მხარის გეგმებთან, "მოაგროვონ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური ნიმუშები მათი საზღვარზე უკანონოდ გადაყვანით".

AutoPlay
პეკინი ტაივანის პრობლემის მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
აშშ-ის პოლიციამ "სიენენის" ჟურნალისტი, პროდიუსერი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში დააკავა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
პრემიერის განცხადებით, ქვეყანა უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
ინტერპელაციის წესით პრემიერიერის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართა
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები