მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში "გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა" გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით.
იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში "გარემო" იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ფაქტორები - ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე საკვები, საცხოვრებელი გარემო, სამუშაო და გასართობი ადგილები...