ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის ინფორმაციით აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული უსაფრთხოების ზომები ეფექტიანად მუშაობს.
რაც შეეხება აღნიშნული აბიტურიენტების გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, გორგოძე ამბობს, რომ ისინი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.