2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილის 100-მდე დამტენი დამონტაჟდება. ელექტროდამტენების დამონტაჟებას კომპანია ისფეისი გეგმავს. დამტენები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და ობიექტებში დამონტაჟდება. ელექტროდამტენებით მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ. კომპანია ისფეისმა პირველი ელექტროდამტენი თბილისში 2016 წლის შემოდგომაზე დაამონტაჟა.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით მძღოლებს 20-ზე მეტი ელექტროდამტენი ემსახურება, რომელთა უმეტესობაც თბილისში, ხოლო თითო-თითო რუსთავში, ყვარელში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისშია დამონტაჟებული.