წლის პირველი ასტრონომიული სანახაობა - 3-4 იანვარს "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელიან. სხვა წვიმებისგან განსხვავებით, "კვადრანტიდსი" მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გარძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი, დედამიწის ორბიტასთან მიმარებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს. მცირეხნიანობის მიუხედავად, "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს. ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება, რომელსაც სახელი თანავარსკვლავედის, "კვადრანს მურალისის" მიხედვით უწოდეს, მსურველებს 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე შეუძლია.