"არაჩვეულებრივი ისტორების" დღევანდელი გადაცემა "ბონი და კლაიდის" ამბავს ეთმობა. ყველაზე ცნობილი განგსტერული წყვილი, რომელის ანგარიშზე რამდენიმე ათეული ძარცვა და 12 ადამიანის სიცოცხლეა, თუმცა წლების შემდეგ, ამერიკელებმა ყველაფერი აპატიეს და თავზეხელაღებული ახალგაზრდებისგან ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული წყვილი შექმნეს, რომელიც მარტო ებრძოდა სამყაროს.