ლევან კობიაშვილი შეყვარებულია. ცნობილი შეფის ახალი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფია. საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ კულინარიული გადაცემა „მასტერშეფით“ გაიცნო, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, კონსტანტინე თედელურთან და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან. ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
წლების მანძილზე ქორწინებაში იყო ლევან კობიაშვილიც. მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს. გოგონა 4 წლის ასაკში დაეღუპა, ბავშვს დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
იხილეთ სტატია სრულად Ambebi.ge-ზე