თეთრი გვარდიის წევრმა ვლადიმერ კიკნაძემ ზესტაფონში გაიცნო მომავალი მეუღლე და გაქცევისთვის მოემზადა. ორჯონიკიძეს დახმარება სთოვა და ისიც დაეხმარა. რატომ? ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს. ალბათ, იმისათვის, რომ მის წინ, დახმარების მთხოვნელი აზნაური ნახა, თვითმყოფადობის განცდის აღმოცენებისთვის, ალავიძე-კიკნაძეს გზა ჩინეთისკენ გაუკაფა და გაუშვა... ეკატერინე ალავიძე, იყო ქვრივი და ჰყავდა ერთი ქალიშვილი. ბებია ქმარზე უფროსი იყო. კიკნაძეებს ის რძლად არ უნდოდათ. თავის მხრივ, ალავიძეებთან შედარებით კიკნაძეები უფრო დაბალი რანგის აზნაურები იყვნენ და თანაც, ალავიძეები ქალაქის, ზესტაფონის მაცხოვრებლები გახლდნენ. არცერთის ოჯახს მათი დაქორწინება არ უნდოდათ. პაპამ ბებია მოიტაცა და დიდ შარში გაეხვა. აქედან ბოლშევიკები მოდიოდნენ, იქიდან ცოლის ნათესავები მოსდევდნენ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პაპა გადაარჩინა სერგო ორჯონიკიძემ. ისიც ხარაგაულის რაიონიდან იყო, ღორეშადან. პაპამ დახმარება სთხოვა და რატომღაც, სერგომ გამოიჩინა ადამიანობა. პაპა და ბებია გააპარა მანჯურიაში, ჩინეთში 1922 წელს.