ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავას განცხადებით წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია მისი განმარტებით რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება. ბროგორც თურნავამ აღნიშნა წყალტუბოს პროექტი უნდა განიხილებოდეს, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც.