თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას. მისივე თქმით, მძიმეა კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
რატიანისვე ინფორმაციით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათი ტესტები განმორებით შემოწმებაზეა გადაგზავნილი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ უახლოეს დღეებში კლინიკიდან გაწერენ.