თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში "თიბისი ბანკი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ.
კერძოდ, დაგეგმილია რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელება. მათ შორის: ელექტრონული წიგნის სახლის "საბას" ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა, სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროექტების განხორციელბა. უნივერსიტეტისთვის ბრენდ მაღაზიის შექმნა და სხვა სოციალური აქტივობები.