დღეს საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან, 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3–4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.