30 მარტს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 29–30 მარტს საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "პალიტრანიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 29–30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.30 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 30 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღისით საქართველოს დაბლობსა და ბარში +9, +14, მთაში +7, +12, მაღალმთაში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.თბილისშიც ასევე წვიმაა მოსალოდნელი. 30 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.