ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა.
კერძოდ, ცვლილება ღია ტიპის რესტორნებს შეეხება, როგორც დამტკიცებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, თუ აქამდე ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანის განთასება იყო შესაძლებელი, ახლა ეს რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო დისტანციის დაცვას. კერძოდ, რეკომენდაციების მიხედვით, მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია; სკამების საზურგეებს შორის კი - მანძილი არანაკლებ 1 მეტრი უნდა იყოს.