ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ. მანამდე დეპუტატები პროექტს დეტალურად განიხილავენ.
მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დაუბრუნა. მასში გათვალისწინებულია პარლამენტის ძირითადი შენიშვნა - შემოსავლების დამატებითი მობილიზების შემთხვევაში თანხა დეფიციტის შესამცირებლად წავიდეს.
ოპოზიცია პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ცვლილებები მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, გირჩი ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.