ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. გადაწყვეტილება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც პარტიის ლიდერებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, აღნიშნულ საკითხზე პარტიის წევრების პოზიცია ერთიანია.ოპოზიცია დღეს ფასილიტატორ ელჩებთან კონკრეტული წინადადებით მივა.