ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. კომისია 17 წევრისგან შედგება:9 წარმომადგენელი "ევროპულ საქართველოს" ჰყავს; 6 - "ქართულ ოცნებას"; 1 - "პატრიოტთა ალიანსს", 1 – „პატრიოტთა ალიანსს“. კომისიაში ასევე არის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი."ნაციონალურმა მოძრაობამ" კომისიაში შესვლაზე უარი თქვა. კომისიის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძეა. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, პარლამენტის სხდომაზე მწვავე პოლემიკაც გაიმართა.