თუ ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი, სტივენ ბერკლი "დეილი ექსპრესში" გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ბერკლის თქმით, ბრიუსლეთან კავშირის მოულოდნელად გაწყვეტისთვის მოსახლეობა მზად უნდა იყოს. მინისტრის განცხადებით, ტერეზა მეის შემოთავაზებული შეთანხმება ერთადერთი სწორ გზაა რომელიცც ბრიტანელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს წარმოადგენს. "ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით. 2019 წლის დასაწყისში შეთანხმების გარეშე ბრექსიტისთვის მზადებას დავაჩქარებთ" - წერს ბერკლი. შეგახსენებთ, დიდი ბიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 29 მარტს დატოვებს. ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას მხარი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს. თუმცა, იმის გამო, რომ პრემიერი შიშობდა, რომ გეგმა მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, დეკემბრის ბოლოს დანიშნული ხმის მიცემის პროცესი 14 იანვრისთვის გადადო.