ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტურისტებისთვის სპეციალური უსაფრთხოების გადასახადი დაწესდება. 15 ნოემბრიდან ეგვიპტის აეროპორტებში მგზავრებს ამ სერვისისთვის 2-დან 4 დოლარამდე ექნებათ გადასახდელი.
ამასთან მინისტრის ინიციატივით, ყველა მგზავრი, რომელიც საერთაშორისო ან ჩარტერული რეისით ეგვიპტის აეროპორტიდან იმგზავრებს, 20 დოლარის ნაცვლად 25 დოლარის გადახდა მოუწევთ.
გარდა ამისა, ნოემბრიდან ავიაკომპანიებისთვის მოსაკრებელი 15%-ით იზრდება. მოსაკრებლის ზრდა ეგვიპტის ეროვნული კომპანია Egypt Air-ს არ შეეხება.