"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში სუფევს. ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი არ შედგება, რადგან "ეს იქნება ძალიან ცუდი საქართველოსთვის, საქართველოს სამომავლო გამთლიანების პერსპექტივისთვის".