თბილისში 1 სათია, ამ დროს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში 11 საათი გახდა და მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს დამზადებული გოთიკური რატუშის ასტრონომიულ საათზე 12 მოციქულის პროცესია ამოძრავდა. ეს მოძრავი ფიგურები საათს მეშვიდმეტე საუკუნეში დაემატა, ხოლო მისი დანარჩენი ნაწილები გაცილებით ძველია. პროცესია ამოძრავდება და პრაღის მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ისინი ერთერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში ცხოვრობენ. ოფიციალური მონაცემებით, მილიონ ორასი ათასი ადამიანის გვერდით. დღეისთვის პრაღის მოსახლეობის 91 პროცენტს ჩეხები შეადგენენ. დანარჩენ მოსახლეობას კიძირითადად გერმანელები, პოლონელები და ბოშები წარმოადგენენ. მათი ოფიფიალური ენა ჩეხურია, რელიგია - კათოლიციზმი. 1992 წლიდან პრაღის ისტორიულ ცენტრს იუნესკო იცავს. პროცესიასთან ერთად წმინდა ვიტას ტაძრის 17 ტონიანი ზარი დარეკავს და ტურისტები საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ მათი პრაღაში გამგზავრება სწორი გადაწყვეტილება იყო.