ბატონი კარპენტერის პოზიცია ჩვენთვის არის საინტერესო, იმ გაგებით, თუ როგორ აფასებს ეს ადამიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის მაღალი ალბათობით, სექტემბერში თბილისში იქნება და მზად ვართ მასთან დისკუსიისთვის,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
როგორც არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, ეს არაა სწორხაზოვანი პროცესი.