თუ ქეთი დოლიძე ჩაიზე მპატიჟებს და ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროში გადაწყვეტილებები პირად დამოკიდებულებასა და წყენაზე დაფუძნებით არ მიიღება. კულტურის მინისტრმა გუშინ ხელი მოაწერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძისა და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიკოლოზ საბაშვილის დანიშვნას. ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.